geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცე­ბუ­ლი ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის  სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე.

 

ვბრძანებ:

 

  1. გამოცხადდეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2024 წლის 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.   თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუ­თები­:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით);

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2024 წლის 16 დეკემებრისა.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
  3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.